“სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს. მილიონობით ბავშვი სკოლის გარეშეა დარჩენილი. ყველას გვსურს მათი სკოლაში დაბრუნება და ასევე გვსურს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სკოლები უსაფრთხოა.”
ტედროს ადჰანო გებრეიესუსი- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურi დირექტორი
მისივე თქმით, სკოლები ლოკალურ დონეზე, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს, სადაც კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურად ხდება. იმ სკოლებში კი, რომლებიც იხსნება, უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს.