ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ 1994 წელს დაბადებული თ.თ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

იტვირთბა....