თურქეთში, სტამბულში სავარაუდოდ ქმრის მიერ მოკლული 32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი სენაკში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
ოჯახისა და ახლობლების მოთხოვნა უცვლელია, დაისაჯოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ისინი მკვლელობაში სწორედ ჯანჯღავას ქმარს ადანაშაულებენ. ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად იყო.