საქარათველოს პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლკის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებით არ შეიცვლება დამოკიდებულება, რაც საზოგადოებას კახა ოქრიაშვილისა და რესპუბლიკური პარტიის მიმართ აქვს.
ვიცე-სპიკერის განმარტებით, გაერთიანების თითოეულ სუბიექტს რა შანსები ჰქონდათ, იგივე შანსები დარჩათ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასე თუ ისე მაინც გამოიყენა გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტები და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს. ეს ერთი რეალობაა, რაც ჩანს. მეორე მხრივ, მათ ამბიციებს შორის განსხვავება და დაპირისპირება იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ საზოგადოებას საკმაოდ სერიოზული ეჭვები გაუჩნდა, რა მარგი ქმედების მატარებელი შეიძლება იყოს ეს გაერთიანება – ქვეყანას საით წაიყვანენ მარტო რომ დარჩნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. ვფიქრობ, რომ დესტრუქცია არის საერთო სათაური მათთვის, ვინც გაერთიანებულია ამ ბლოკში, ე.წ. ძალა ერთობაშია. კახა ოქრიაშვილსა და გაერთიანების თითოეულ სუბიექტს რა შანსებიც ჰქონდათ, იგივე შანსები დარჩათ, ოღონდ, ოქრიაშვილს დაუბრუნდა ის დროშა, რომელსაც 5 ნომერი აწერია“,- განაცხადა გია ვოლსკმა.
ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რესპუბლიკური პარტია, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ისინი არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სახით მიიღებენ მონაწილეობას.