ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის არის კორონავირუსით ინფიცირებული გადამდები – იმნაძის განმარტება

იმნაძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, პა­ა­ტა იმ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, რო­დის არის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­დამ­დე­ბი. მისი თქმით, ადა­მი­ა­ნი მე­ტად გა­დამ­დე­ბია, რო­დე­საც მას სიმპტო­მე­ბი აქვს და ნაკ­ლე­ბად, როცა უსიმპტო­მოა. როგორც იმნაძემ აღ­ნიშ­ნა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის იმა­ვე დღეს გა­ტესტვას ხშირ შემ­თხვე­ვა­ში აზრი არ აქვს.

„გა­დამ­დებ­ლო­ბა­ზე როცა ვლა­პა­რა­კობთ – ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან გა­დამ­დე­ბია, როცა სიმპტო­მე­ბი აქვს. ასე­ვე გა­დამ­დე­ბია სა­ნამ სიმპტო­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დე­ბა მაქ­სი­მუმ 2 დღით ადრე. გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად არის გა­დამ­დე­ბი უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტი, ის ძი­რი­თა­დად თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რებს ას­ნე­ბოვ­ნებს ხოლ­მე, მაგ­რამ ისიც გა­დამ­დე­ბია.

როცა ვი­ღაც, ვინც კონ­ტაქ­ტში იყო ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან, იმ დღეს გა­ი­ტეს­ტე­ბა და უარ­ყო­ფი­თია, არა­ფერს არ ნიშ­ნავს. აზ­რიც არ აქვს ხოლ­მე უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვებ­ში იმი­ტომ, რომ თუ სიმპტო­მე­ბი არ არის, ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა, იყოს უარ­ყო­ფი­თი, ამი­ტო­მაც ჩვენ ყვე­ლას ვტეს­ტავთ, ვინც ახლო კონ­ტაქ­ტში იყო, ოღონდ მე­თორ­მე­ტე დღეს” – გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

იტვირთბა....