ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ევროპარლამენტში გამართული დიალოგის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები მმართელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები არიან.
როგორც ბაქრაძემ განმარტა, ევროპარლამენტში, “ქართული ოცნების” მიმართ დამოკიდებულება ძალიან კრიტიკულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთ და შიგნით ვითარება გარდამტეხი ცვლილებისკენაა მომწიფებული.
„ევროპარლამენტის დოკუმენტში და ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, მაგრამ არიან ძალიან კრიტიკულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ჩვენი მეგობრების განწყობა არის სრულიად ნათელი, საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში, „ქარული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან კრიტიკული და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთაც, ისე როგორც ქვეყნის შიგნით ვითარება არის მომწიფებული გარდამტეხი ცვლილებების მოტანისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტში გამართული დებატებზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.