“დაავალე მიშას” – “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია ამ სახელწიდებით ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ჩავლენ ყველა ქალაქსა და სოფელში, მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს, მთავარ გამოწვევებს.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პრობლემების გადაჭრას შეეცდება პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, თანაგუნდელებთან ერთად.
“ველით თქვენგან დავალებებს” – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისათვის, “ნაციონალურმა მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.