რა ინტერესი უნდა გვქონდეს, როდესაც გვყავს საერთო პოლიტიკური მტერი, მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება” – აღნიშნული განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პასუხობს.
როგორც გოცირიძე აცხადებს, რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა, წყალს არ ასხამს ოპოზიციის წისქვილზე.
“იქნებ, პროვოკაციაა ან იქნებ, მართლაც სხვებმა გადააკრეს? რა ინტერესი უნდა გვქონდეს, როდესაც გვყავს საერთო პოლიტიკური მტერი, მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება”, როდესაც სამომავლოდ ჩვენ უნდა ვიყოთ კოალიციურ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა ერთად უნდა ვმართოთ.
რაღაც პროვოკაციაა. ყოველ შემთხვევაში, დღეს რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა, წყალს არ ასხამს ოპოზიციის წისქვილზე, ამიტომ ხანდახან სჯობს, თავი შევიკავოთ. მე ამ პოლემიკის გაგრძელებას არ ვაპირებ. ჩვენ გვყავს საერთო სამიზნე, ეს არის ჩვენი მოწინააღმდეგე, გაკოტრებული და წარუმატებელი ხელისუფლება. ამიტომ, ოპოზიციის კონსოლიდაცია იქნება მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი. ასე რომ ჯობია ამისკენ მივმართოთ ჩვენი ენერგია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, გიგი უგულავამ “ნაციონალურ მოძრაობა” “ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში დაადანაშაულა.