ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვისი პლაკატიც არ უნდა იყოს, მეორემ ზემოდან არ უნდა გადააკრას”- გია ვოლსკი უგულავას

საქართველოს პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პლაკატების გადაფარვა კანონით დაშვებული არ არის.

მისივე განცხადებით, ვისი პლაკატიც არ უნდა იყოს, მეორემ ზემოდან არ უნდა გადააკრას, რადგან ეს დანაშაულია.

„ეს დასჯადია, მაგრამ სულელური განცხადება, რომელიც უგულავამ გააკეთა, რომ თითქოს, პრემიერის დასანახად მისი პლაკატები გადაფარეს, რომ ვინმეს გული არ გაუსკდეს, სისულელეა. ერთმანეთთან მიმართებაში რა განცხადებებს აკეთებენ, ეს სხვა ზღაპარია და სხვა თემაა, მაგრამ ვისი პლაკატიც არ უნდა იყოს, მეორემ ზემოდან არ უნდა გადააკრას და ეს არის ფაქტი. ყველა შემთხვევაში, ეს არის დანაშაული. ვისაც პლაკატი აქვს გაკრული, მის პლაკატზე ნუ გადააკრავენ.” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ,  “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა  “ენმ”-ს წევრებს მათი პარტიის პლაკატებზე  ბანერების გადაკვრაში ადანაშაულებს. მან სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.

იტვირთბა....