ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი” – The American Spectator

გამოცემა The American Spectator, საქართველოს მესამე პრეზიდეტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით: “ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი.”

სტატიის ავტორის, ბრაიან მაკნიკოლის თქმით, საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილმა რაიმე აუცილებლობის გარეშე ამოიჩემა რუსეთთან ბრძოლა და ამისთვის უმალვე თავადაც დაისაჯა და ქვეყანაც.

“ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთზე მოახდინოს სწორება და არა რუსეთზე. სააკაშვილმა ეს იცის. ამიტომ, ჩნდება კითხვა: ნეტავ რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული? სავარაუდოდ, სააკაშვილი უბრალოდ შარზეა. საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში რაიმე აუცილებლობის გარეშე ამოიჩემა რუსეთთან ბრძოლა და ამისთვის უმალვე თავადაც დაისაჯა და ქვეყანაც.

საქართველოს რეფორმირება სააკაშვილს არ ძალუძს, რადგან თავად კორუფციაშია ბრალდებული პრეზიდენტობის პერიოდიდან. უკრაინაში ბინადრობს და ოდესის ოლქის გუბერნატორადაც მსახურობდა წინა პრეზიდენტის – პეტრო პოროშენკოს პერიოდში. შემდეგ მისდამი მადლიერება სამსახურიდან წასვლით და ოპოზიციური პარტიის შექმნით გამოხატა, რომელიც პოროშენკოსვე დაუპირისპირდა და ამის შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

ახლა ის ზელენსკის უქმნის პრობლემებს, ხოლო უკრაინასა და საქართველოში ოფიციოზი ღიზიანდება. „ზელენსკი მკაფიოდ და გამუდმებით აცხადებს, რომ სააკაშვილი მისი სახელით არ საუბრობს. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „როდესაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასოცირებული წევრების ადგილისა და მომავლის გადახედვას ახორციელებს და როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობების საერთო მომავალი განისაზღვრება, ამ პარტნიორობის შესუსტების ნებისმიერი მცდელობა ჩვენს ორ ქვეყანას მხოლოდ დაასუსტებს და საოცრად კრიტიკულ დროს შეამცირებს საქართველოსა და უკრაინის გავლენას ამ ძალიან გადამწყვეტ დებატებში.

სააკაშვილი ქარიზმატული და ენიგმატური ფიგურაა, თუმცა თავისივე მოქალაქეებს ვერ ეწყობა ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში. მისი ფეთქებადი და იმპულსური აზროვნების გამო კონდოლიზა რაისს იმის თქმაც მოუწია მისთვის, რომ ალიანსი საქართველოს ვერ დაუჭერდა მხარს რუსეთთან შერკინებაში. რბილად რომ ვთქვათ დასანანია, რომ საქართველოს თავისუფლების მასშტაბის გაფართოების, ეკონომიკის ზრდის, დასავლეთთან დაახლოებისა და კორუფციის შემცირებისკენ მიმართულ ძალისხმევის დაკნინებას ცდილობს ამერიკელი. თუმცა ეს გასაკვირი აღარც არის როდესაც ვიგებთ, რომ ის მაკკეინის აპარატის წევრია და მის გარდაცვლილი სენატორის საქმიანობას უკავშირდება”, – წერს ბრაიან მაკნიკოლი.

იტვირთბა....