aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც კორონავირუსს სრულად ანეიტრალებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალმა Cell-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია მეცნიერების მიერ აღმოჩენნილ ცილაზე, რომელსაც უნარი შესწევს, მინიმალური დოზის შემთხვევაშიც კი სრულად გაანეიტრალოს ახალი ტიპის კორონავირუსი – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, ამ პრეპარატმა მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას თაგვებსა და ზაზუნებში. ამასთან, სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ აღმოჩენილი ნივთიერების მოლეკულები კავშირში არ შედის ადამიანის უჯრედებთან, რის ხარჯზეც შესაძლებელია არასასურველი თანმდევი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა.

„Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი მოეპოვება, არამედ განიხილება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანების დაავადების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა გამოკვლევის ავტორმა ჯონ მელორსმა.

იტვირთბა....