“თავად ავადმყოფობის ავადმყოფური ქცევის უმაღლესი გამოვლინებაა ნაცკლასტერის მიერ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ბელადის დედის დასახელება! არა, ხომ ფაქტია რომ ძალაუფლების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი სააკაშვილის ყველა ნაბიჯი პირად ამბიციებზეა მიმართული. აბა მითხარით ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ზუგდიდში “ამხელა” ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ ვერ გამონახა ბელადის დედის გარდა? ადრე ცოლი წაარადგინა – გახსოვთ ალბათ დამარცხებული სანდრა რულოვს-სააკაშვილი სწორედ ზუგდიდიდან როგორ გვაშინებდა ხმლითა და საყოველთაო არეულობით… ეჰ, მავნებლებო, როგორ იმტრევთ კიდევ ერთელ კისერს: არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან , გარდა კიდევ ერთი თქვენი შერცხვენისა და დამარცხებისა…”
ლევან ნიკოლეიშვილი – სამხედრო ექსპერტი
ამის შესახებ ექსპერტი, ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტატ დეპუტატად გიული ალასანიის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, “როგორც ჩანს, ბელადის ავანტურისტულ – მავნებულ ტვინში ახალი იდეები მომწიფდა და საარჩევნოდ ბრძოლის ველზე ზუგდიდში სარდლად საკუთარი დედა – გიული ალასანია გამოიყვანა.”