ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მასობრივი ვაქცინაცია არ ჩატარდება, რადგან კორონავირუსი გაქრა” – ჩინეთის მთავრობა

ჩინეთი მასობრივ ვაქცინაციას თავის მოსახლეობაზე არ ჩაატარებს, რადგან კოვიდ 19 ქვეყანაში უკვე სრულად “განადგურებულია” – ამის შესახებ, ოფიციალური პეკინის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის ფართო ვაქცინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ დაავადება ხელახლა ძლიერად გავრცელდება.

ჩინეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 8 ადამიანი დაავადდა, რომლის შემდეგაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 202 შეადგინა. ვირუსს ჯამში 4634 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....