ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ფარეხში რა მანქანის დამალვაზეა საუბარი, როცა მანქანა ვერ შეეტეოდა ფიზიკურადაც”- ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ვილა “ალგეთში” საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. ამის შესახებ ადგილზე ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განუცხადა.

პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ ლოკაციას ბაჩალიაშვილის საქმესთან არანაირი შემხებლობა აქვს.

თუმცა, პროკურორის განმარტებით, ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებულია ნივთები, რომლებსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არის რაღაც „ვილა ალგეთის“ ტერიტორია, არანაირი „ვილა ალგეთი“ არ არის, ეს არის კერძო საცხოვრებელი სახლი. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა კერძო საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხი და პირის საკალმახე მეურნეობა.

რაც შეეხება ამოღებულ ნივთებს, ამ ადგილს საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თამარ ბაჩალიაშვილთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ამოღებული ნივთებითაც, ამ ნივთების წარმომავლობა,კვალი, არანაირ შემხებლობას არ გვაძლევს. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ამოვიღეთ ნივთები საკალმახე მეურნეობის სადგომიდან, ოთახიდან ამოღებული იქნა: ბალიში, საბანი, იყო შეშის ღუმელი, საიდანაც ნახშირის ნიმუში იქნა ამოღებული, ასევე ამოვიღეთ რეზინის ფეხსაცმელი, ხის დაფა,”- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ავტოფარეხს, სადაც ერთ-ერთი ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იყო დამალული, პროკურორის თქმით, ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, შესაბამისად, მანქანა ვერ შეეტეოდა.

“რაც შეეხება ავტოფარეხს, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავტოფარეხი. იყო ვერსია, რომ თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იყო შეყვანილი ამ ავტოფარეხში, ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, გაფუჭებული იყო მექანიზმი. პატრონიც არ იყენებდა.კარის გაღების შედეგად დავრწმუნდით, რომ ერთ მეტრზე მეტ მანძილზე ფიზიკურად კარი ვერ გაიღებოდა, რა მანქანის დამალვაზეა საუბარი, მანქანა ვერ შეეტეოდა ფიზიკურადაც,”- განაცხადა საქმის პროკურორმა.

აქედან გამომდინარე, როგორც პროკურორი ამბობს, ფარეხიდან ამოღებული ნივთები რაიმე ინფორმაციის მატარებელი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

ჟურნალისტი ელისო კილაძე ასახელებს პარალმენტის წევრს, გურამ მაჭარაშვილს, რომელიც, როგორც ჟურნალისტი ამბობს, გარკვეულ შეხებაშია და კავშირშია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან.

იტვირთბა....