ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან ოთხ პაციენტს ელოდებიან. მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით ამ დროისთვის 22 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არის 35 კვირის ორსული ქალბატონიც.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა