ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაწესებულებაში ნაპოვნია იმ წამლის ანოტაცია, რომელიც ბაჩალიაშვილის მანქანაში იდო – ახალი დეტალები

ამ წუთებში სამართალმდაცველები არიან მობილიზებულები ვილა “ალგეთში.” საგამოძიებო ექსპერიმენტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარეობს. დაწესებულებაში ნაპოვნია იმ წამლის ანოტაცია, რომელიც ბაჩალიაშვილის მანქანაში იდო.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ 23 წლის პროგრამისტი  ამ ტერიტორიაზე მიიყვანეს და მედიკამენტები იძულებით დაალევინეს.

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....