“ვილა ალგეთი” ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული – პოლიციამ საგამოძიებო მიქმედებები დაიწყო. ვილის მეპატრონე გიორგი ღარიბაშვილი საგამოძიებო ჯგუფს ადვოკატთან ერთად დახვდა !
ის აცხადებს რომ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავია !
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.