ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საქმისთვის კარგი რაღაცა უნდა გაკეთდეს” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან. 23 წლის პროგრამისტის ოჯახის უფლებადამცველები ცდილობენ დაადგინონ გზა, რომლითაც, მათი ვერსიით, ახალგაზრდა ქალის ავტომობილი, შემთხვევის ადგილზე მიიტანეს. თეთრიწყაროში გამგზავრებამდე კი ისინი პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

“ჩემს ავტომობილში არის საქმეს რაც სჭირდება, ისეთი რამ, თორემ რამე ცუდი კი არ კეთდება. პირიქით, საქმისთვის კარგი რაღაცა უნდა გაკეთდეს.

ჩვენ ახლა გასაუბრება გვქონდა გამომძიებლებთან პროკურატურაში. მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რა გაკეთდა ალგეთში ყოფნისას, მივაწოდეთ ინფორმაცია, რაც მოვიპოვეთ, რაც გავაკეთეთ და შესაბამისად, ახლა გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რასაც ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ მერე ამას ოფიციალური სახე მიეცეს და ყველაფერი მოპოვებული, გადამოწმებული იქნას” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....