“4 სექტემბერს გამოვიკითხე დისტანციურად! გამოძიებას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რაც იმ დროისთვის მქონდა, მათ შორის ვილა ალგეთზე. პარასკევს ვიმყოფებოდი ადგილზე, ადვოკატებთან ერთად! შაბათს გავიდა სიუჟეტი “ფორმულაზე,” წუხელ მთავარი აქცენტები! და გამომძიებლები ათი დღის მერე ამ წუთებში მიდიან ფარცხისში! შესაშური ოპერატიულობაა!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.