“კაპანაძემ, დიახ იცის ყველაფერი. აქამდე სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ მან ყველაფერი იცის. ერთი რამე მაინტერესებს, გამოდის ტყუილებს ლაპარაკობს. რამდენჯერ დავიბარე,არ მოვიდა. დედამისმა მოიყვანა ძმა, თვითონ დაიმალა. ვერ არის კარგადო. დაიმალა, არ გამოვიდა.”
ჯიმბერ ბაჩალიაშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის მამა
ამის შესახებ ბაჩალიაშვილმა ჟურალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაციაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი იმ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.
ჟურნალისტი ელისო კილაძე ასახელებს პარალმენტის წევრს, გურამ მაჭარაშვილს, რომელიც, როგორც ჟურნალისტი ამბობს, გარკვეულ შეხებაშია და კავშირშია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან.