ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოქტომბერსა და ნოემბერში უფრო გაიზრდება”- ჯანმო-ს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის, ჰანს კლუგემის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოქტომბერსა და ნოემბერში უფრო გაიზრდება.

როგორც  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი აცხადებს, ვაქცინა რომც შეიქმნას, ეს პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს.

„ეს არის მომენტი, როდესაც ქვეყნებს ამ ცუდი ინფორმაციის მოსმენა არ სურთ. მეც მინდა, პოზიტიური ინფორმაცია გავავრცელო იმის შესახებ, რომ პანდემია ამა თუ იმ დროს დასრულდება“, – განაცხადა ჰანს კლუგემმა.

ცნობისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა, ბოლო მონაცემებით კოვიდ 19-მა 930 000 პაციენტი იმსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

იტვირთბა....