“ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციების დიზფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური მანიფესტაციებით.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
“POSTV”
როგორც რატინმა აღნიშნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა აზრი არ შეცვლილა, რომ ადამიანთა 83% შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული და არა დაავადებული, დანარჩენ 17 პროცენტში ვლინდება დაავადების სიმპტომატიკა, სადაც კრიტიკული პაციენტი 2-3 პროცენტია, რაც მანამდე 4-5 პროცენტი იყო, დანარჩენ 15 პროცენტში ნაწილდება მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტები.