„ ჩვენ არ დაგვიკარგავს „მწვანე ზონის“ სტატუსი. ესაა ჩვენი მონაპოვარი, რომელსაც ასე მარტივად არ დავთმობთ”. – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის მომატებული შემთხვევების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ. მისივე თქმით, საქართველო “მწვანე ზონის” სტატუს არ დაკარგავს.
„ ჩვენ არ დაგვიკარგავს „მწვანე ზონის“ სტატუსი. ესაა ჩვენი მონაპოვარი, რომელსაც ასე მარტივად არ დავთმობთ. ჩვენი ქმედებები გამოიხატება იმაში, რომ როგორც ეს პანდემიის პირველი დღიდან ხდებოდა, ადეკვატურად, ეფექტურად და სწრაფად ვრეაგირებთ. ადრე მთავარი ვირუსის გავრცელების სწრაფი პრევენცია იყო, ახლა მთავარია, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, ისე რომ თითოეული შემთხვევა ლოკალურად მართვადი იყოს, ისე რომ ეკონომიკა არ დავაზარალოთ. ჩვენ ამას მოვახერხებთ“,- განაცხადა მინისტრმა.