ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს. ამ ეტაპისთვის, ინფიცირებული პაციენტები თავს კარგად გრძნობენ და მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.
აჭარის მთავრობის თავჯდომარის, თორნიკე რიჟერავიძის განცხადებით, მომატებული შემთხვევების მიუხედავად, აჭარაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მისივე განმარტებით, გაფართოვდა იმ კლინიკების რაოდენობაც, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს მიიღებს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 ინფიცირებული ბათუმს უკავშირდება. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.