ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

“კორონავირუსი უახლოესი ერთი წლის განმავლობაში არსად არ გაქრება” – ამირან გამყრელიძე

“კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, რა თქმა უნდა, გვექნება. კორონავირუსი არსად არ გაქრება უახლოესი ერთი წელი, თუმცა ეს დიდი “ლოქდაუნები” აღარ იქნება. გარდა იმ წერტილოვანი ადგილებისა, სადაც სიმწვავეა. ქვეყანამ უნდა იმუშაოს, ეკონომიკა უნდა გაცოცხლდეს. შემთხვევების რაოდენობა გვექნება, ამას ვერსად გავექცევით. ყოველდღიურ ცხოვრებას სიფრთხილით უნდა დავუბრუნდეთ.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი  

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ ეკონომიკური მუშაობა უნდა დაიწყოს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა მოსახლეობას მეტი სიფრთხილი​​თ მოუწევს ცხოვრება, რადგან კორონავირუსი უახლოესი ერთი წლის განმავლობაში არსად არ გაქრება. საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.

იტვირთბა....