ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

“საქართველო კორონავირუსის მიმართებაში კვლავ მწვანე ზონაში რჩება” – ამირან გამყრელიძე

“საქართველო კორონავირუსის მიმართებაში კვლავ მწვანე ზონაში რჩება. “ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკაოთ ზრდის მაჩვენებლი. ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებელით გვქონდა 4 665, სექტემბერში 7 961, მაგრამ 4 სექტებრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8 259“.

 

 

მირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა მომატებული შემთხვევების მიუხედავად, ყველამ ერთდ უნდა შევაკავოთ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.

 

იტვირთბა....