ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წყარომ დამისახელა სამი გვარი, ერთ-ერთი დაკავშირებულია შავ სამყაროსთან” – კილაძე ბაჩალიაშვილის საქმეზე

ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, ტრაგედიის ბოლო ადგილია, მანამდე კი 23 წლის პროგრამისტი, სავარაუდოდ, სხვა ადგილას იმყოფებოდა – ამის შესახებ, ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას წყარომ მიაწოდა, რომელიც ამერიკიდან დაუკავშირდა.

როგორც კილაძე აცხადებს, წყარომ სამი გვარიც დაუსახელა – გიორგი ღარიბაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და თეიმურაზ ჯავახიშვილი.

“დამისვა მე კითხვა – აგრძელებთ თუ არა ბაჩალიაშვილსი საქმეზე მუშაობას? ჩემი დადებუთი პასუხის შემდეგ მითხრა, რომ მან გადაწყვიტა მომაწოდოს ინფრომაცია იმის თაობაზე,რომ სად დაიწყო ბაჩალიაშვილის ტრაგედია, რომ ის ადგილი სადაც მანქანა იპოვეს არის ბოლო ადგილი რეალურად და დასაწყისი არის სხვაგან და ამის შემდეგ მე ის მიგდებს ლოკაციას… ამ საკადასტრო კოორდინატებით იძებნება ვილა “ალგეთი” და დამისახელა სამი გვარი. გიორგი ღარიბაშვილი, რომელიც ვილა “ალგეთის” მეპატრონეა. ქონებასთან დაიპტერესებული პირი არის პარლამენტის წევრი და “ქართუ ბანკის” იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ მაჭარაშვილი. სწორედ აღნიშნული ვილა არის იპოთეკით დატვირთული “ქართუ ბანკში”. მესამე პიროვნება არის თეიმურაზ ჯავახიშვილი, რომელიც დაკავშირებულია შავ სამყაროსთან”, – ამბობს ელისო კილაძე.

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაციაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი იმ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....