ვირუსის მეორე ტალღა შედარებით უსაფრთხოა იმ მხრივ, რომ მკურნალობის მეტი გამოცდილება დაგროვდა – ამის შესახებ, ფსიქოლოგი, ნატია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, ვირუსი შედარებით საფრთხის შემცველია ჯვარედინი ინფექციის რისკის გამო.
“მეგობრის კედელზე ვნახე, ახალი მოდააო, სათვალეს რომ თავზე აიწევენ, ეგრე უკეთია ზოგს პირბადეო და მომეწონა, რაღა დაგიმალოთ, – ყურები სულ წინ ხომ არ უნდა გვქონდეს დაქაჩული, ზევითაც ავიკაპიწოთ და თან აბადოკადაც გამოდგება, ჩოლკა აღარ ჩამოგვეფხატება და მზარეულობისასაც ჰიგიენის ნორმა დაცული გვექნება. ოღონდ მეორე ცხვირ-პირზე უნდა გვეკეთოს, როგორც წესია. ვირუსის მეორე ტალღა შედარებით უსაფრთხოა იმ მხრივ, რომ მკურნალობის მეტი გამოცდილება დაგროვდა, მაგრამ შედარებით საფრთხის შემცველია ჯვარედინი ინფექციის რისკის გამო (სეზონური სხვა გრიპებიც გაიღვიძებენ მალე), ამიტომ ვიხალისოთ, ვიცინოთ, გვიხაროდეს ცხოვრება, მიუხედავად ყველა და უპირველესად ეკონომიკური გასაჭირისა, რაც უკვე ვიგრძენით და უფრო მძაფრად ვიგრძნობთ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მაგრამ ვეცადოთ, ავირიდოთ ვირუსი და მეტი ვიფიქროთ, უკეთესად როგორ გადავურჩეთ ზამთარს, ყველა თვალსაზრისი”, – ნათია ფანჯიკიძე.