ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

“ბათუმში უკვე აზრი დაკარგა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებამ” – ნინო ნიჟარაძე

“უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვერ ხდება და აზრიც დაკარგა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებამ, ვინაიდან ქალაქში შემთხვევები უკვე გაფანტულია. რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. შემთხვევების დიდი ნაწილი, რაც ჩვენს არეალშია, ძირითადი ნაწილი გახლავთ მსუბუქი დინამიკით და უსიმპტომოდ. პაციენტების თითქმის უმრავლესობა უკვე ჰოსპიტალიზებულია“.

ნინო ნიჟარაძე – აჭარაის ჯანდაცვის მინისტრი

ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმის” ეთერში განაცხადა. როგორც ნიჟარაძემ გადაცემაში აღნიშნა, რეგიონში დაძაბული ეპიდოლოგიური ვითარების მიხედვიდ უკონტროლობა და პანიკის საფუძველი არ არის. 

ცნობისთვის,  დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 შემთხცვევა აჭარას უკავშირდება. აჭარა უკვე წითელი ზონაა. 

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.

იტვირთბა....