კომპანია KFC-ის წინააღმდეგ სარეკლამო სტანდარტების სააგენტოს 163-მა მომჩივანმა მიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საერთაშორისო რესტორნების ქსელის KFC-ის ლოზუნგი ამ დრომდე იყო: “ისეთი გემრიელია თითებს ჩაიკვნეტ…”, თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ამერიკულმა რესტორნების ქსელმა ამ ლოზუნგზე უარი თქვა და ბანერი განაახლა.
„ჩვენ აღმოვჩნდით უნიკალურ სიტუაციაში – გვაქვს სიმბოლური ლოზუნგი, რომელიც არც თუ ისე ჯეროვნად პასუხობს არსებულ გარემოებებს”, – განაცხადეს კომპანიაში.
როგორც KFC- ში აცხადებენ, მრავალწლოვანი ლოზუნგი მაშინ დაბრუნდება, როდესაც შესაფერისი დრო დადგება.
კომპანიამ განახლებული იმიჯი YouTube- ის ვიდეოს საშუალებით გაასაჯაროვა, სადაც ნათქვამია: „ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით უგულებელყავი ახლა.”

