ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფსიქიკური აშლილობა აქვს და ძალიან საშიშია” – რუსთავში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

რუსთავში მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა გოგონებს უცნობი მამაკაცი აედევნათ – ინფორმაციას ამის შესახებ, “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებმა თავის დახსნა მას შემდეგ შეძლეს, როდესაც უცნობ მამაკაცს პოლიციაში დარეკვით დაემუქრნენ.

ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც მამაკაცი აედევნა, აცხადებს, რომ მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა აქვს და ძალიან საშიშია.

„მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ. დადის ქუჩაში დაბალი მსუქანი ბიჭი, რომელიც დაგვედევნა გოგოებს, ეს უკვე მეორედ. ან მაგის პატრონმა იღონოს რამე ან პასუხს არაფერზე ვაგებთ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ჩვენს გარდა კიდევ ორ გოგოს დაედევნა. როგორც შევამჩნიეთ ფსიქიკური აშლილობა აქვს და ძალიან საშიშია.“ – ამბობს გოგონა.

იტვირთბა....