ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აჭარაში კორონავირუსი პოლიციის 3 თანამშრომელს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი პოლიციის 3 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაცით, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, უკვე გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ.

„თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის,  დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 შემთხცვევა აჭარას უკავშირდება. აჭარა უკვე წითელი ზონაა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.

იტვირთბა....