აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ფრენების 1 ნოემბრამდე გადადებას ეხმაურება.
“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ფრენა გადაიდო 1 ნოემბრამდე – გამოცხადდა და მორჩა. ნებისმიერი გონიერი ადამიანი იკითხავს, რატომ პირველ ნოემბრამდე და რატომ 15 ნოემბრამდე არა? იქნებ 21 -მდე? რა ხდება 1 ნოემბერს? პანდემიის დასრულების ჟამი დაჰკრავს? ახალი ტიპის, ვირუსგამძლე თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას? მოგზაურები დაჭკვიანდებიან და თუ საჭირო არ არის სადმე წასვლა, სახლში დაეტევიან? რაიმე ზებრძნული თავდაცვითი პროექტის დასრულების თარიღია, რომლის შემდეგაც ფრენები უსაფრთხოდ აღდგება? თუ … თუ …. არცერთი… ამიტომ პასუხად ისმის წყევლა-კრულვა და გინება. ცხადია, ვერცერთი ვერ დააზიანებს მთავრობას იმდენად, რომ ეტკინოთ; დიდი-დიდი ეწყინოთ საზოგადოებას პატივი უნდა სცე იმდენად, რომ აუხსნა თუ რამე იცი და თუ არ იცი, პატიოსნად თქვა, რომ არ იცი. ახლა, თუ მაინც გაგდის, რა პრობლემაა, დიდი-დიდი გეწყინოს, ხომ ვერ გატკენენ”, – წერს ზურაბ გურული.