ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსახლეობის 57%-ს მთავრობისგან დახმარება არ მიუღია” – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევით, მოსახლეობის 57 პროცენტი აცხადებს, რომ მას ან მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება არ მიუღიათ.

რაც შეეხება, დანარჩენ 43 პროცენტს, რომლებმაც დახმარება მიიღეს, აცხადებენ, რომ დახმარება არასაკმარისი იყო.

კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.

იტვირთბა....