“აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, რადგან ვირუსის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია. ინფიცირებულთა შორის ექიმები და პოლიციელები არიან. რეგიონში სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება”.
რუსუდან შავიშვილი- აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 შემთხცვევა აჭარას უკავშირდება. აჭარა უკვე წითელი ზონაა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 ადამიანი.