ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.
ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს კიდევ 5 537 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 917 417-ს მიაღწია.
“ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლოს 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში 306 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა კი 17 აპრილს დადასტურდა, როდესაც ვირუსს 12 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა”, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.