„ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, რუსთავში, XIX მიკრორაიონში, 43 წლის კაცი მეგობრებთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ბინაში 3-4 პირი იყო, მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.