ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გამოძიებამ პირადად დაკითხოს” – რატომ ითხოვს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი კილაძის დაკითხვას

“გუშინ ვიმყოფებოდით თეთრიწყაროში, სოფელ საღრაშენში, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოგვაწოდა ელისო კილაძემ.  დავათვალიერეთ გარკვეული ადგილები, მანამდე გვქონდა დათვალიერებული დრონის მიერ გადაღებული საკალმახეები და  მოვითხოვთ, გამოძიებამ პირადად დაკითხოს ელისო კილაძე და გამოართვას რა ინფორმაციაც მიიღო ტელეფონით, რა გვარებიც იყო მითითებული ის ადამიანები დაიკითხონ.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისათვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....