“დარწმუნებული ვარ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, ერთიანი ძალისხმევით, თანადგომით შევძლებთ გამარჯვების მიღწევას! ჩვენ გვახსოვს, რამდენად რთული იყო ეს პერიოდი, მხედველობაში მაქვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გამოვიარეთ და გადავლახეთ“.
თბილისის მერი, კახი კალაძე.
ამის შესახებ მან თიანეთში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, გამარჯვებას, რომელსაც “ქართული ოცნება” მიაღწევს, ქვეყნის გამარჯვება იქნება.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება.