მოსამართლე ურთმელიძემ დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და „რუსთავი 2“ -ის სასამართლო პროცესი ორშაბათამდე გადადო.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის მფლობლობასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. არხზე პრეტენზიას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს. თავად „რუსთავი 2“, 2012 წლიდან მოყოლებული ძმებ ყარამანიშვილების კუთვნილებაა.