ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მთავრობა ახალი კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას არაადეკვატური იყო” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევნს, რომ  მთავრობა ახალი კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას არაადეკვატური და არათანმიმდევრული იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება ეცდება ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება საკუთარ ინტერესებს და არჩევნების კალენდარს მოარგოს.

„მაშინ, როდესაც კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა ჩაკეტილი იყო მთელი ქვეყანა, ადამიანები სახლში იყვნენ გამოკეტილი. ავტომობილით გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო. ახლა, როდესაც 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არ არის ისეთი შეზღუდვები, როგორიც დასაწყისში იყო დაწესებული. ძალიან კარგად მიხვდნენ, რომ გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ადამიანები შიმშილის ზღვარზე მივიდნენ. ხელისუფლება არათანმიმდევრულია, არ ითვალისწინებს ხალხის საუკეთესო ინტერესს. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არჩევნების კალენდარს და საკუთარ ინტერესებს მოარგოს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო გააბრაზებს საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე საკუთარი ინტერესით დგას უფრო მაღლა, ვიდრეს ეს ბიძინა ივანიშვილს გონია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....