“დინამიკა იქნება ისევ ზრდის, თუმცა, სწორუსიმპტომო პაციენტს მკურნალობა არ სჭირდებაი მართვის პირობებში პანიკის საფუძველი არ არსებობს… ახლა მნიშვნელოვანია ადეკვატური რეაგირება გავაკეთოთ ამ პაციენტებზე. მაგალითად, შევწყვიტოთ უსიმპტომო პაციენტების მკუყრნალობა, რასაც ახლა ვაკეთებდით და ამაში უამრავ თანხას ვყრიდით. უსიმპტომო პაციენტს მკურნალობა არ სჭირდება. მხოლოდ პოპულიზმი და კორუფციული გარიგებების რისკებია ე.წ. უსიმპომო პაციენტების მკურნალობაში.”
ვახტანგ კალოიანი- ექიმი
“დღის ამბები”
ექიმის შეფასებით, თუ ქვეყანა ჩაკეტვის გზით წავიდა, უმძიმეს ვითარებას მივიღებთ.
შეგახსნებთ, დღეს კოვრონავირუსის 158 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.