“ტესტირებების რაოდენობის ზრდა ძალიან დაგვიანებულია. ამასთან, თუ ჩვენ ისევ ჩაკეტვებისა და მკაცრი დისტანცირების გზით წავედით, ისევ ძალიან მძიმე ვითარებას მივიღებთ. და შესაძლოა ეს პიკი მოვიდეს არა ოქტომბრის დასაწყისში, არამედ ზამთარში, რასაც დრამატული შედეგები მოჰყვება.”
ვახტანგ კალოიანი- ექიმი
“დღის ამბები”
ექიმის შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია ადეკვატური რეაგირება გაკეთდედს ამ პაციენტებზე. მაგალითად, შეწყდეს უსიმპტომო პაციენტების მკუყრნალობა.
მისივე თქმით, მონაცემების შენარცუნება შეუძლებეი იყო, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური ვირუსის შეჩერება შეუძლებელია.
შეგახსნებთ, დღეს კოვრონავირუსის 158 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.