“არ აქვს მნიშვნელობა ,პირველი ტალღის დასასრულია თუ მეორის დასაწყისი, მთავარია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ერთი რამ ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, ინფექციის გადაცემის გზა რა ეტაპამდეც შესაძლებელია, უნდა დავბლოკოთ. ხოლო, ხიტყვა პანიკა ამ ეტაპზე ზედმეტია.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
“დღის ამბები”
რატიანის თქმით, “პანიკა იწვევს ქაოსს და ამ ინფექციას არ სჭირდება ქაოსი, ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.”
შეგახსნებთ, დღეს კოვრონავირუსის 158 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.