ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსი “ენგურჰესის” კიდევ 9 თანამშრომელს გამოუვლინდა

“ენგურჰესის” 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კომპანიის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული თნამშრომლები საბერიოს კლასტერის წევრები არიან.

მათივე განცხადებით, “ენგურჰესის” თანამშრომლების გარდა კორონავირუსი საბერიოში მცხოვრებ 5 პირსაც დაუდასტურდა.

ასევე, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა პირს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული გალიდან წამოიყვანენ და საავადმყოფოებში გადაანაწილებენ.

შეგახსენებთ, გუშინ კორონავირუსით “ენგურჰესის” 28 თანამშრომელი დაინფიცირდა. ამ ეტაპზე, სულ საბერიოს კლასტერის 46 ინფიცირებულია გამოვლენილი.

იტვირთბა....