ახალი ამბები მთავარი სამართალი

საგზაო სამუშაოებზე 60 წლამდე კაცს დეტონატორი აუფეთქდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დროს ერთ-ერთ მომუსავე მამაკაცს დეტონატორი აუფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცი მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტია.

მომხდარის შედეგად მამაკაცმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც ის ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში იმყოფებოდნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იტვირთბა....