„შეუძლებელია ასე გაგრძელება“ – ასე დაიწყო პრემიერ მინისტრმა თავის გამოსვლა ბრიფინგზე.
„უსაფრთხოების სამსახურთან მქონდა თათბირი და ისინი ვითარებას აკონტროლებენ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე.“ – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, პროვოკატორები უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი. მთავრობის მეთაურმა მიმართა ჟურნალისტებსაც: „ნუ გახდებით ბრმა იარაღი ვიღაცის ხელში, სახელმწიფო მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას“ – აცხადებს პრემიერი.
“ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას და გარწმუნებთ, ბოლომდე ვიქნებით თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტები” – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua ავრცელებს აუდიოჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი.
აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, “რუსთავი 2-ის” შენობასთან ბარიკადების აღმართვას სთავაზობს.
საგულისხმოა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი რიტორიკა უფრო დაბალანსებული იყო. როგორც ჩანს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან წინანდელმა კრიტიკამ (ფარულ ჩანაწერებზე გაკეთებული განცხადებაზე) მასზე სერიოზულად იმოქმედა.