ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში დაჭრილი 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი გარდაიცვალა

8 ივნისს, გორში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი, რომელსაც ამ დრომდე რამდენიმე ოპერაცია ცაუტარდა, გარდაიცვალა.

მიუხედავად ცატარებული ოპერაცოიებისა, თედლიაშვილს მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო.

~მისი ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ერეკლე სარეაბილიტაციო ცენტრში იყო გადაყვანილი, თუმცა გუშინ საღამოს ისევ იჩინა თავი სხვა პრობლემამ, იგეგმებოდა მორიგი ოპერაცია, მაგრამ დღეს დილით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში, რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი 15 სექტემბერს გაიმართება.

იტვირთბა....