ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში 28 კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში 28 კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს.  23 პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში, ხუთი კი რუხის საავადმყოფოში მოათავსეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის, მალხაზ თორიას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ არის.

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, სოფელ საბერიოდან გადმოყვანილია 28 პაციენტი. ე.წ. ენგურჰესის თუ საბერიოს კლასტერი. ხუთი მათგანი მოთავსებულია რუხის საავადმყოფოში, ხოლო 23 გადაყვანილია საჩხერის საავადმყოფოში. სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში ახალი შემთხვევები არ დაგვმატებია. 28 ინფიცირებულიდან არც ერთს სამეგრელოს რეგიონში კონტაქტი არავისთან ჰქონია“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ცნობისთვის, ენგურჰესის 26 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტვირთბა....