სააკაშვილი რევულუციის სცენარს არ გამორიცხავს
“თუ გვინდა, რომ საქართველოს მომავალი ჰქონდეს, არ უნდა დავუშვათ პუტინის სცენარით საქართველოში თავისუფალი აზრის ჩახრშობა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ.
მისი განცხადებით, თუ თავისუფლების ფიზიკურად დაცვა გახდება საჭირო, ამისთვის რევულუციის სცენარის მოწყობასაც არ გამორიცხავს, რადგან როცა დემოკრატიას კლავენ, მას ფიზიკური დაცვა სჭირდება. ასევე ხელისუფლების მისამართით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს პროვინციელი დიქტატორები სროლასაც არ მოერიდებიან საკუთარი ხალხის მიმართ, მაგრამ ის თავისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. მან უკრაინის მაგალითი მოიტანა, რომ და ივანიშვილის ხვედრი ზუსტად იგივე იქნება რაც იანუკოვიჩმა გაიზიარა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua ავრცელებს აუდიოჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი.
აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, “რუსთავი 2-ის” შენობასთან ბარიკადების აღმართვას სთავაზობს.